Back to Top
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020 13:38

სამხედრო ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს 

Rate this item
(0 votes)

გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს. 

 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობაზე მალხაზ ურთქმელიძე დაინიშნა. ურთქმელიძე  მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

 

მანამდე სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელად დავით ბარლიანი მუშაობდა. მან თანამდებობა მიმდინარე წლის 3 ივლისს დატოვა.

 

მასთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემაც. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია , რომ სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის პოზიციაზე რეგიონის ყოფილ გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი მოიაზრებოდა.  

 

როგორც ცნობილია, ახალ ხელმძღვანელს სამხედრო ჰოსპიტალში ორშაბათს წარადგენენ. 

Read 416 times