Back to Top
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2020 20:11

2008 წლის ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების აქცია მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.


7 აგვისტოს, 20:00 საათისთვის, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში, ტრადიციულად მოეწყობა სანთლების აქცია (კომბინატის ხიდთან) , - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

 

სკვერში შეიკრიბებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ აგვისტოს მძიმე დღეებს.

Read 255 times