Back to Top
შაბათი, 08 აგვისტო 2020 17:22

ხურვალეთში, რუსულ საგუშაგოსთან, ქართული დროშა აღმართეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რუსული საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს, ქართული დროშა ფრიალებს.

 

 

ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად, მავთულხლართებთან მივიდა და რუს ჯარისკაცებს მიმართა. მისი თქმით, სოფელი ოკუპაციამ ორ ნაწილად გაყო და ისინი საქართვეოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. მავთულხლართების შემდეგ, ლუდა სალიამ ქართული დროშა სოფლის ბოლოში მდებარე წყლის ავზზე აიტანა და ყველაზე მაღალ ადგილას აღმართა, სადაც რუსი ოკუპანტები მას პირდაპირ დაინახავდნენ.

 

"ვიცი რომ ძალიან გავრისკე. პირდაპირ მიყურებდნენ ოკუპანტები თავისი საგუშაგოდან. შევამჩნიე რომ მუსიკა ჰქონდათ ჩართული და ქეიფობდნენ. ადვილად შეიძლება რუსი სნაიპერის სამიზნე გავმხდარიყავი, მაგრამ არ შემეშინდა. ეს მე ომში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცების სულების პატივსაცემად გავაკეთე".-ამბობს ლუდა სალია.

 

 

Read 401 times Last modified on შაბათი, 08 აგვისტო 2020 19:02