Back to Top
ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 13:13

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებას ახსენებს

Rate this item
(1 Vote)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ლია ჩლაჩიძე ხელისუფლებას 2 წლის წინ გაცემულ დაპირებას ახსენებს და ამბობს, რომ ერგნეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

 

ჩლაჩიძის განმარტებით, გამყოფ ხაზთან საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა მისივე ინფორმაციით, დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.

 

"მართალია, მე სახელმწიფოს პოზიცია უნდა დავიცვა, მმართველი გუნდს წარმოვადგენ, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები სახელმწიფოსთან, რადგან რამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ შედგეს გრძელვადიანი პროგრამები, რისთვისაც გამოყოფილი იქნება თანხები და ის ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე სოლების განვითარებისკენ იქნება მიმართული. ორი წლის წინ ხელისუფლება დაპირდა ერგნეთს და მეზობელ სოფელ მეღვრეკისს, რომ მათ საზღვარზე ააშენებდა საბავშვო ბაღს, რადგან ორივე სოფლიდან ბავშვები 12 კმ-ის მოშორებით ტრანსპორტით დაჰყავთ, თუმცა დღესაც არ არის მშენებლობა დაწყებული", - აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ EECMD-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე.

 
Read 382 times Last modified on ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 13:19