Back to Top
სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 11:22

შინდისში გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის მუზეუმი - გიორგი კასრაძის ინიციატივა  

Rate this item
(0 votes)

ნიქოზში მცხოვრებ გიორგი კასრაძეს შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული 17 ჯარისკაცის მუზეუმის გახსნის ინიციატივა აქვს.

 

როგორც ის ამბობს, ინიციატივას სხვა ადამიანებიც უჭერენ მხარს და კარგი იქნება თუ ამით ხელისუფლებაც დაინტერესდება. 

 

"იმსახურებენ ბიჭები უკვდავი იყოს მუდამ მათი გმირობა და სახელები. უამრავი ვეტერანი, პატრიოტი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი უჭერს მხარს ამ იდეას. იმედი მაქვს ხელისუფლებაც დაინტერესდება. მოვუწოდებ საზოგადოებას მხარი დაგვიჭირონ ამ ინიციატივის განხორციელებაში", - ამბობს გიორგი კასრაძე. 

 

2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან სენაკის ბრიგადის 17 ჯარისკაცი რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 

 

 

Read 355 times