Back to Top
სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 12:39

გორის მერმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკო 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შინდისის გმირების მემორიალთან იმყოფებოდა. 

 

მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის 11 აგვისტოს რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინებით შეამკო.

 

"შინდისში დაღუპული სამხედროების ისტორია გმირობის რეალური ამბავია, ამბავი თუ როგორ შეეწირნენ ჩვენი ბიჭები ჩასაფრებულ მტერს, როგორ იბრძოლეს ტყვია-წამლის გამოლევამდე და დაიცვეს საკუთარი საკუთარი სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად. შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. ბრძოლისას 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა", - განაცხადა გორის მერმა.

 

ინფორმაციისთვის, ზუსტად 12 წლის წინ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული.

Read 144 times