Back to Top
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 12:34

"მოზაიკას" ჟურნალისტმა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მედიაკონკურსში გაიმარჯვა

Rate this item
(1 Vote)

ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური ქალთა საინფორმაციო ცენტრის მედიაკონკურსის გამარჯვებულია. სტატია სახელწოდებით "ქალები საოკუპაციო ხაზთან პანდემიის პირობებში" -კონკურსის საუკეთესო მასალად დასახელდა. გამარჯვებულს სერტიფიკატი და სპეციალური პრიზი გადაეცემა.

 

ნინო ჩიბჩიურს შესაძლებლობა ექნება ასევე მონაწილეობა მიიღოს მედიის გლობალურ კონკურსში და გამარჯვების შემთხვევაში გაემგზავროს ნიუ-იორკში,სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობის გაშუქება შეეძლება.

 

კონკურსი ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალური ქსელის (GNWP) ერთობლივი პროექტის „გაძლიერებული ქალები და ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის” ფარგლებში იყო გამოცხადებული.

 

"შექმნილი მედია პროდუქტი პოპულარიზაციას უწევს რეზოლუცია “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების”ოთხ მოქმედების სფეროს (მონაწილეობა, პრევენცია, დაცვა და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაცია) და ასევე ასახავს ქალების წვლილს COVID19-თან ბრძოლაში", - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

Read 432 times