Back to Top
ოთხშაბათი, 12 აგვისტო 2020 15:37

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა - დოკუმენტის განხილვა გორის მერიაში 

Rate this item
(0 votes)

12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა იგეგმება.

 

ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელის დიმიტრი გოგიაშვილის ინფორმაციით, ხვალ 13:00 საათზე ამ შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, ვისაც სურს, რომ ახალგაზრდებთან დაკავშირებულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის პროცესში ჩაერთოს.

 

გოგიაშვილის განმარტებით,  გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაც მიმდინარეობს, რომლის გათვალისწინებით მერია განახლებულ დოკუმენტს შემოდგომით დაამტკიცებს.

 

"ამ დრომდე ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს თავშეყრის ადგილი არ აქვთ, სადაც შეიკრიბებიან პერიოდულად და სხვადასხვა სახის აქტივობებს დაგეგმავენ და განახორციელებენ. არ არის კინოთეატრი, სადაც მათ შეეძლებათ მისვლა და ფილმების ჩვენებაზე დასწრება. არ არსებობს ქალაქში კაფე-ბარი, რომელიც ღამის საათებში იმუშავებს. არ არის აუზი, სადაც სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვის საშუალება ექნებათ. თუმცა ამაზე მიდის ჩემი ინფორმაციით მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე ყველაზე დიდი პრობლემაა ახალგაზრდების დასაქმების საკითხი. ყველა ამ თემაზე უფრო ვრცელი განხილვა ხვალინდელი შეხვედრაზე გვექნება", - ამბობს დიმიტრი გოგიაშვილი.

Read 251 times