Back to Top
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 12:23

გორში დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალი გაიმართება 

Rate this item
(0 votes)

დოკუმენტური ფილმების მინი-ფესტივალი CineDOC-Gori CineDOC-Tbilisi On-Tour-ის პროგრამაა, რომელიც მეორე წელია, გორში CineDOC-Tbilisi-სა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

"2019 წლის საფესტივალო სეზონზე მაყურებელთა საერთო რიცხვმა 1800-ს გადააჭარბა, რაც საფუძველი წლევანდელი სეზონის წარმატების მყარი საფუძველია. წლევანდელი ფესტივალი 15 დოკუმენტურ ნამუშევარს, მათ შორის 4 პრემიერას მოიცავს და ნამუშევრებთან ერთად მასპინძლობს ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებს. ფესტივალის თემატიკა სამ ძირითად სექციას მოიცავს, როგორც ზრდასრული ასევე მცირეწლოვანი მაყურებლებისთვის", - ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.


წლევანდელი სეზონის ინოვაციას პროგრამა „CineDOC-Ambassador“-ი წარმოადგენს, რაც დოკუმენტური კინოთი პროფესიულად დაინტერესებულ ახალგაზრდებს აერთიანებს. 


ფესტივალი ოფიციალურად 13 აგვისტოს გაიხსნება და ფილმის ჩვენებები 5 დღის განმავლობაში მოეწყობა გორის კულტურისა და დასვენების პარკ“ახალბაღის“ ღია კინოთეატრში, სადაც მაყურებლებს საშუალება მიეცემათ არა მარტო ნახონ საერთაშორისო ფესტივალების პრიზიორი დოკუმენტური ნამუშევრები, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში უშუალოდ გაესაუბრონ მათ რეჟისორებს. 

Read 229 times