Back to Top
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 14:28

გორში გარდაცვლილი 28 წლის ქალის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მეუღლემ მოკლა

Rate this item
(2 votes)

გორში, გარდაცვლილი 28 წლის ირინა თოდაძის დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისი შვილი საკუთარმა მეუღლემ მოკლა.

 

"მე დარწმუნებული ვარ რომ ირინა მოკლეს და ამაში მისი ქმრის ხელი ურევია. ბავშვი იყო სასტიკად ნაცემი და გაგუდული, არც ოქროულობა ჰქონდა თან და ერთი თვის მერე მომიტანეს, ვითომ ქმარმა მის ჩანთაში იპოვა”,-აცხადებს ირინას თოდაძის დედა ირმა ჩალიშქალი.

 

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 21 მაისს, 28 წლის ირინა თოდაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

Read 1414 times