Back to Top
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 16:31

საჩივარი გორის მერიის წინააღმდეგ - კომპანია თვლის, რომ უწყებამ კანონი დაარღვია

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიას შპს "სერვისი" უჩივის. კომპანიამ უწყების ტენდერი გაასაჩივრა.

 

შპს "სერვისი" თვლის, რომ მერიამ კანონი დაარღვია და ისე გაამარჯვებინა სხვა კომპანიას ტენდერში.

 

კერძოდ, საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერს, რომელშიც უწყებამ გამარჯვებულად კომპანია ""B&B" გამოაცხადა. ამ ეტაპზე მილიონიან პროექტზე, ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

 

"შპს „B&B”-ს მიერ წარმოდგენილი შესრულებულ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სატენდერო მოთხოვნას, გარდა ამისა პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნას გამოცდილების შესახებ, რაც წარმოადგენს პრეტენდენტის ცალსახა დისკვალიფიკაციის საფუძველს. მიუხედავად ამისა, გორის მერიამ გამარჯვებულად მაინც აღნიშნული კომპანია გამოაცხადა", - აცხადებს მომჩივანი კომპანიის წარმომადგენელი დავით გეგენავა.

 

აღნიშნულ საჩივარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო განიხილავს. მომჩივანი კომპანია მერიისგან ითხოვს გააუქმოს ის ოქმი, რომლის მიხედვითაც, შპს „B&B” გამარჯვებულად გამოცხადდა.

Read 274 times