Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 15:07

დაკავებულის ადვოკატი: 18 წლის ახალგაზრდის ცემაში თ.კ. გაშველების მიზნით ჩაერთო

Rate this item
(0 votes)

უკვე მიმდინარე ჩხუბში, სადაც დაახლოებით 15-მდე კაცი იღებდა მონაწილეობას, გაშველების მიზნით ჩაერთო თ.კ., მას არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, - განაცხადა 18 წლის ახალგაზრდის ცემისთვის დაკავებულის ადვოკატმა.

 

მან განცხადება სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა. როგორც ნანა ცერცვაძემ თქვა, ე.თ.-ის გარდაცვალება ცემის შედეგი არ ყოფილა.

 

"საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ უკვე მიმდინარე ჩხუბში, სადაც დაახლოებით 15-მდე კაცი იღებდა მონაწილეობას, გაშველების მიზნით ჩაერთო თარაშ კანელაკი, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია, მათ შორის არც გარდაცვლილ ერეკლე თედლიაშვილთანაც. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ნაწილში დავის რეჟიმში იქნება დაცვის მხარე. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალება ცემის შედეგი არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა მორალურ პასუხისმგებლობას იღებს ბრალდებული საკუთარ თავზე და აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლბას აღკვეთი ღონისძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით", - განაცხადა ცერცვაძემ.

 

საქმის არსებით განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

 

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს გორის ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ის სცემეს და მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა. ნაცემი ახალგაზრდა 3 თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და 13 სექტემბერს გარდაიცვალა. საქმეზე ამ დრომდე დაკავებულია ერთი პირი. ის ადგილობრივი ბიზნესმენის შვილია. 

Read 1046 times Last modified on სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 16:36