Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 15:28

18 წლის ახალგაზრდის ცემის და გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 107 პირს დაკითხავს

Rate this item
(0 votes)

გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის და გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა 107 პირს დაკითხავს, - ამის შესახებ გორის რაიონულ სასამართლოში პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა განაცხადა.

 

"ამ დროისთვის დაკითხულია 63 პირი. იგეგმება კიდევ 107 პირის დაკითხვა", - თქვა კრავეიშვილმა.

 

გორის რაიონული სასამართლო 8 წლის ახალგაზრდის ცემისთვის დაკავებული თ.კ.-ის საქმეს განიხილავს.

 

ამავე თემაზე: 18 წლის ახალგაზდის ცემისთვის დაკავებული თ.კ. დუმილის უფლებას იყენებს

ამავე თემაზე: დაკავებულის ადვოკატი: 18 წლის ახალგაზრდის ცემაში თ.კ. გაშველების მიზნით ჩაერთო

 

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს გორის ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ის სცემეს და მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში მოხვდა. ნაცემი ახალგაზრდა 3 თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და 13 სექტემბერს გარდაიცვალა. საქმეზე ამ დრომდე დაკავებულია ერთი პირი. ის ადგილობრივი ბიზნესმენის შვილია.

Read 128 times Last modified on სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 15:39