Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 20:50

გორში, 18 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებულის საქმეზე გამოძიება მოქალაქეებს ფარულად უსმენდა

Rate this item
(0 votes)

გორში, 18 წლის ბიჭის ცემის ბრალდებით დაკავებული, ადგილობრივი ბიზნესმენის შვილის თ.კ-ს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა მტკიცებულებების ნუსხა წარმოადგინა.

საქმეში ფიგურირებს 108 მოწმე, 15-მდე ადამიანის ტელეფონის მონაცემები და ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის შედეგები.

"ოფიციალურად გამოძიება 31 აგვისტოს დასრულდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებული გარდაიცვალა, მოსამართლეს ვთხოვეთ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის დამატებითი დრო. საქმეში არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაციაც", - განმარტა კრავეიშვილმა.

მისივე ცნობით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში იგულისხმება ტელეფონზე ფარული მიყურადება.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა საქმის არსებითი განხილვისთვის სასამართლო პროცესის თარიღი ჩანიშნა. პროკურატურას კი, დამატებით 30-დღიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ საჭირო საგამოძიებო მოქმედებები განახორციელოს.

Read 195 times Last modified on სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 21:06