Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 12:42

ქაცარავა: არგაღიზიანების პოლიტიკით, 35 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია დავკარგეთ

Rate this item
(0 votes)

"ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების "არგაღიზიანების" პოლიტიკით დავკარგეთ 35 მილიონი კვადრატული მეტრი", - განაცხადა დავით ქაცარავამ საოკუპაციო ხაზთან.

 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად, საოკუპაციო ძალებმა ამ დროისთვის ისეთი ტერიტორიები მიიტაცეს, რომლებიც 2008 წლის შემდეგ გავლებულ საოკუპაციო ხაზს არ ემთხვევა.

 

"35 მილიონი კვადრატული მეტრი, ეს არის ტერიტერია, რომელზეც დაეტეოდა სოხუმი, ცხინვალი, 12 ათასი საფეხბურთო სტადიონი, ჩვენ დავკარგეთ თელავზე დიდი ტერიტორია, დავკარგეთ ვაკე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა და ავლაბარი ერთად. ამ ტერიტორიაზე დაეტეოდა 6 ცხინვალი, ზუგდიდი, აბაშა და ბოლნისი ერთად, გორი, ცხინვალი, ახალციხე და ასე შემდეგ. ეს არის უდიდესი დანაკარგი, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკამ გამოიწვია", - განაცხადა დავით ქაცარქავამ.

Read 104 times