Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 13:40

„აღმოაჩინე შენი რეგიონი“ - გორელი ახალგაზრდები ტურიზმის პოპულარიზაციისთვის

Rate this item
(0 votes)

"აღმოაჩინე შენი რეგიონი - ახალგაზრდები ტურიზმის სამსახურში", - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც მერიის "განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში საზოგადოება "ბილიკი" ახორცილებს.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება ტურიზმის სფეროში, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაცნობა, აგრო და ეკოტურიზმის პერსპექტივების შესწავლა.

 

პროექტში მონაწილე ახალგაზრდები შეირჩნენ კონკურსის წესით.

 

ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემებზე:

 

ეკოტურიზმის პერსპექტივები შიდა ქართლში;

ტურიზმი და მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტები;

აგროტურიზმი და მისი განვითარების გზები;

სოფლის ტურიზმი შიდა ქართლში.

 

"განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას, რომლის საშუალებითაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ბევრ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას იღებენ. ამის დასტურია აღნიშნული პროექტიც, რომლის ფარგლებშიც გარდა თეორიული აქტივობებისა მოეწყო გასვლითი ტურებიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ატენის ხეობაში. ახალგაზრდებმა მოინახულეს ჩანჩქერი და ღვინის მარანი ,,შატო-ატენიც“. ისინი გაეცნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც, ლაშქრობის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ“, - გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძემ.

Read 139 times Last modified on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 13:45