Print this page
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 14:20

მეჯვრისხევში ქიმიური ნივთიერებების საცავის მოწყობა იგეგმება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ქიმიური ნივთიერებების (სასუქების) საცავის მოწყობა იგეგმება, - ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

როგორც სამინისტროს ვებგვერდიდან ირკვევა, აღნიშნულ საცავის მოწყობას შპს "ოდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გეგმავს.

 

"ქიმიური ნივთიერებების საცავის დანიშნულებას წარმოადგენს სხვადასხვა სასუქების დასაწყობება და შენახვა, რომელთა გადამუშავებას ადგილი ექნება საწარმოს ექსპლუატაციისას, კერძოდ სასუქების დაფქვისა და ერთმანეთთან შერევის გზით სასურველი კომბინაციის (ფორმულის) ნარევის მიღების პროცესში, რომლის ფართო გამოყენებას ადგილი აქვს სოფლის მეურნეობაში ნიადაგის წვეთოვანი მორწყვის სისტემაში. სასურველი ფორმულის შემადგენლობა დგინდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება კონკრეტული ნაკვეთისათვის დამზადდეს ოპტიმალური სასუქი, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური მოსავლის მისაღებად", - წერია დოკუმენტაციაში, რომელიც შპს "ოდმა" სოფლის მეურნოების სამინისტროსთვის წარადგინა.

 

საცავში 15 -მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, წლიური სამუშაო რეჟიმი კი 300 სამუშაო დღეს შეადგენს.

Read 259 times