Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 14:55

17 სექტემბერს გორის 4 სოფელში წარმომადგენლობითი საბჭოს შეხვედრები ჩატარდება

Rate this item
(0 votes)

17 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით, წარმომადგენლობითი საბჭოს შეხვედრები ჩატარდება.

 

10:00 საათზე შეხვედრა დაიწყება სოფელ ვარიანში, ადმინისტრაციულ შენობაში;

11:30-ზე - შინდისში, ასევე ადმინისტრაციულ შენობაში;

13:00-ზე - ნიქოზში, ადმინისტრაციულ შენობაში;

16:00 საათზე საყავრეს მოსახლეობისთვის შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ზონაზე განაწილდება, მანამდე კი ეწყობა მოსახლეობასთან შეხვედრები, რათა მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რა უნდა გაკეთდეს თავიანთ თემში.

Read 135 times