Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 16:22

გორიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში 48 წვევამდელი ჩაირიცხა

Rate this item
(0 votes)

სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების საშემოდგომო გაწვევა 3 აგვისტოდან დაიწყო. აღნიშნული პერიოდიდან, დღემდე გორიდან სამსახურში 48 წვევამდელი ჩაირიცხა.

 

მთლიანობაში, თავდაცვის სამინისტრო 1 500 წვევამდელის მისაღებადაა მზად. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1432-ით, ხოლო შსს-ში 1420-ით და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 235-ით.

 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენმა ახალგაზრდამ აარიდა საშემოდგომო გაწვევას თავი "გირჩის" მოწმობით.

 

როგორც ცნობილია, საშემოდგომო გაწვევა 26 დეკემბრამდე გრძელდება.

Read 153 times