Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 22:43

ატენის ხეობაში ხანძარია

Rate this item
(0 votes)

ატენი-ბოშურის მიმდებარედ მთაში, კლდოვან ნაწილს ცეცხლი უკიდია.

 

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

 

"რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეცაღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

Read 123 times Last modified on ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 11:46