Back to Top
ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018 11:00

სოსო ვახტანგაშვილი: პრემიერის სამშვიდობო ინიციატივა არ შეიცავს შედეგის მომტან წინადადებებს

Rate this item
(0 votes)

ყოფილი პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივას ეხმაურება და ფიქრობს, რომ ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ არ შეიცავს იმ ელემენტებს, რომლებიც რაიმე შედეგს მოიტანს.

,,ინიციატივის დედააზრს მივესალმებით, თუმცა აქ ახალი არაფერი არ არის. ეს წინადადებები პირადად მე ჯერ კიდევ 2013 წელს გია ვოლსკისთან ერთად გავახმოვანე ერგნეთში, სავაჭრო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით. ასევე განათლებასთან დაკავშირებით უამრავი შეთავაზება ყოფილა ოსურ მხარესთან, ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობა ჯანდაცვის სფეროში. ამ დრომდე ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან ქართულ კლინიკებში გადმოსული პაციენტებისთვის 17 მლნ ლარი დაიხარჯა“, - აღნიშნა რადიო "მოზაიკასთან" საუბარში სოსო ვახტანგაშვილმა

Read 1757 times Last modified on ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018 11:04