Back to Top
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 20:35

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

Rate this item
(0 votes)

მეხანძრე-მაშველებმა უწყვეტი სამუშაობის შედეგად ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.


"ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალბარდს ეკიდა. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აწარმოებდა ქრობის სამუშაოებს. სალოკალიზაციო სამუშაოებს ქარიც ართულებდა."-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში. 

 

ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება ხეობაში და აგრძელებს ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს. დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი. ცეცხლის გავრცელების საშიშორბა მოხსნილია. უწყების ცნობით, დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.

Read 182 times Last modified on პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 10:56