Back to Top
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 11:36

ხელთუბანში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

შსს-ს ინფორმაციით, საქმე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.

Read 256 times