Back to Top
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 12:32

„გორში ექიმთა პროფესიული გადაცდომები არ გამოვლენილა“

Rate this item
(0 votes)

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხი შემოწმდა 7 შემთხვევაში. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მონიტორინგი განხორციელდა მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით.

"მათ შორის იყო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხი. გორის სამედიცინო დაწესებულებების ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობები მიმდინარე წელს არ განხილულა" , - განმარტეს სააგენტოში.

 

ინფორმაციისთვის, სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სამედიცინო, საექიმო საქმიანობის, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის, სააღმზრდელო საქმიანობის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში.

Read 150 times