Back to Top
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 13:51

პროკურატურა: გორში მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს

Rate this item
(0 votes)

პროკურატურამ ქალაქ გორში, 13 სექტემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ თ.თ-ს ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, მკვლელობა დაკავებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე განახორციელა.

"შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 13 სექტემბერს, გორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თ.თ.-მ გ.ბ-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო თ.თ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" , - აცხადებენ პროკურატურაში.

 

ინფორმაციისთვის, სამართალდამცველებმა თ.თ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ თ.თ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Read 305 times