Back to Top
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 15:28

გორის მერიის თანამშრომლებმა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლება დაასუფთავეს  

Rate this item
(0 votes)

გორში, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დასუფთავების აქციებში მიიღეს მონაწილეობა.

აქციები ლოზუნგით - „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“, კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში მოეწყო.

 

აქციის მონაწილეებმა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებაში 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაასუფთავეს.

 

მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა (პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო 10 წელია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია აღინიშნება.

 

მიმდინარე წელსაც „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში დასუფთავების აქციები 18, 19 და 20 სექტემბერს იმართება.

Read 233 times