Back to Top
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 13:43

ერგნეთში ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხზე იმსჯელებენ

Rate this item
(0 votes)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ერგნეთში ახალგორში მცხოვრები, დე ფაქტო რეჟიმისგან დევნილი თამარ მეარაყიშვილის საკითხიც განიხილება.

 

მეარაყიშვილის წინააღმდეგ მეოთხე წელია გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმის გამო, ახალგორელ აქტივისტს წლებია გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელში რაიონის პროკურორი ემუქრება. მეარაყიშვილის თქმით, მისთვის სადამსჯელო მექანიზმად პროკურორმა ელექტრო ენერგიის შეწყვეტა გამოიყენა.

 

 

"მეარაყიშვილის დევნის საკითხი არაერთგზის დამდგარა და გაჟღერებულა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოხდება ამ საკითხის გააქტიურება", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყების წინ.

 

თამარ მეარაყიშვილს ინფორმაციით, ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში უთხრეს, რომ დავალიანება არ აქვს, თუმცა დენის მიწოდება პროკურატურის დავალებით შეუწყვიტეს.

Read 163 times