Back to Top
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 14:45

სოფელ დიცში ლიტერატურული ფესტივალის მოწყობა იგეგმება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, ლიტერატურული ფესტივალის მოწყობა იგეგმება. იდეის ავტორი გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილია, როგორც ის ამბობს, ფესტივალში ქართველებთან ერთად  უცხოელებიც  მიიღებენ მონაწილეობას.

 

“გამიჩნდა იდეა, ჩემ სოფელში დავაფუძნო ლიტერატურული ფესტივალი, რომლის ერთი ლოკაცია სოფლის საჯარო სკოლა იქნება, მეორე კი არბო, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი. სამდღიანი ღონისძიება, მოიცავს შემდეგ აქტივობებს: სხვადასხვა მწერლების, პოეტების, პუბლიცისტების, წიგნების წარდგენა, გამოფენა, პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება. ღონისძიებაზე მოვიწვევთ, როგორც საქართველოში მოღვაწე ლიტერატურული გაერთიანებების წარმომადგენლებს, ასევე უცხოეთიდან, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან“, - ამბობს გიორგი სოსიაშვილი

 

სოსიაშვილის თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ფესტივალი გაზაფხულზე გაიხსნება.

 

“ამ ფესტივალის დაარსებით ვფიქრობ კიდევ უფრო მეტად მიექცევა ყურადღება გამყოფ ხაზთან მყოფ სოფლებს.  ღონისძიების მთავარი მიზანია, მშვიდობიანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი მოძმე ოსებისადმი, რომელიც სახალხო დიპლომატიის შემადგენელი ნაწილი იქნება. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე გავხსნით ფესტივალს“, -აღნიშნა სოსიაშვილმა

Read 234 times