Back to Top
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 16:46

პიროვნება, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, ჰოსპიტალში სხვა მიმართულებით მკურნალობდა

Rate this item
(0 votes)

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. covid -19 ამჯერად 60 წლამდე ასაკის პიროვნებას დაუდასტურდა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში სხვა ჩივილებით შევიდა.

 

როგორც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა აღნიშნა, პაციენტს ტესტი კორონავირუსზეც ჩაუტარდა, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა.

 

გულედანის ინფორმაციით, მას covid-19 - სთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია.

 

"დაგვიდასტურდა ერთი შემთხვევა გორში. ეს პიროვნება მკურნალობდა სხვა მიმართულებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, გადამოწმების შედეგად დაუფიქსირდა კოვიდ-19, პირს ყავს სამი ახლო კონტაქტი, მიმდინარეობს ეპიდკვლევა სხვა კონტაქტების დასადგენადაც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად დგინდება წყარო. საერთო ჯამში რეგიონიდან 454 ნიმუშია გაგზავნილი და პასუხებს დღის ბოლოსთვის ველოდებით", - ამბობს სიმონ გულედანი.

Read 219 times Last modified on ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020 17:00