Back to Top
პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 13:29

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. 

 

ის ამ დროისთვის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.  როგორც ცნობილია, მღრებრიშვილს საკარანტინე ზონაში გადაიყვანენ. 

 

ხვიჩა მღებრიშვილი ამ დრომდე ცხინვალის საპატიმროში იმყოფებოდა. მისი გათავისუფლების საკითხი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრისას განიხილეს. 

 

ინფორმაციისთვის, ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს.

Read 194 times Last modified on პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 13:39