Back to Top
პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 15:00

ხვიჩა მღებრიშვილი კორონავურუსის პრევენციის მიზნით საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლების შემდეგ, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. 

 

მღებრიშვილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს, 25 სექტემბერს გადმოიყვანეს.

 

ერგნეთის საგუშაგოსთან მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები დახვდნენ. 

 

როგორც მღებრიშვილმა ქართველ სამართალდამცავებს უთხრა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ვიზუალურად ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

 

Read 182 times