Back to Top
კვირა, 27 სექტემბერი 2020 12:27

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა - გორში დროშები დაუშვეს

Rate this item
(0 votes)

სოხუმის დაცემიდან 27- ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გორში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.


"ეს კონფლიქტი იყო და არის უმძიმესი ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც" , - აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. დაიღუპა ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

Read 140 times