Back to Top
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 16:56

გორის საპატიო მოქალაქე ანზორ კუპრაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

Rate this item
(0 votes)

​გორის საპატიო მოქალაქეს, ცნობილი მოცეკვავესა და ქორეოგრაფს, ანზორ კუპრაძეს ვარსკვლავს გაუხსნიან, - ეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მიმდინარე წლის ანგარიშში ასახა.

 

ამავე სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ლელა მაისურაძის თქმით, ვარსკვლავის გახსნა პანდემიამ შეაფერხა.

​"მონაცემები გადაგზავნილია უკვე თბილსთან, დათო ოქიტაშვილთან განვიხილეთ ეს საკითხი, აქამდეც უნდა გაგვეხსნა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. როგორც კი მდგომარეობა შეიცვლება, რა თქმა უნდა, გორში ანზორ კუპრაძის ვარსკვლავი გაიხსნება", -  თქვა ლელა მაისურაძემ

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიას ვარსვლავის გახსნა დაახლოებისთ 3 800 ლარი უჯდება.

Read 185 times