Back to Top
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 17:00

გორში მეცნიერებათა სკოლა გაიხსნა

Rate this item
(0 votes)

გორში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხსნა, რომელიც მეცნიერებათა სკოლის სახელით იფუნქციონირებს და დაინტერესებულ პირებს, როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, სრულიად განსხვავებულ სასკოლო ინფრსტრუქტურას და სწავლების მეთოდს შესთავაზებს.

 

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი სკოლის წარმომადგენლებისა და მოსწავლეებისთვის. გორში გაიხსნა მეცნიერებათა სკოლა, სადაც მოზარდები მარტო განათლებას კი არ მიიღებენ, არამედ ისწავლიან ურთიერთობას, ადამიანობას, ერთგულებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ესაა სკოლა, სადაც სწავლება, დასვენება და გართობა ერთ სივრცეშია", - გვითხრა მეცნიერებათა სკოლის დამფუძნებელმა ეკა სუხიშვილმა.

 

სკოლაში სგაკვეთილო პროცესი 09:00 საათზე იწყება და უზრუნველყოფილია მოსწავლეთა კვება და ტრანსპორტირება. 

 

"ამ ეტაპზე სკოლის ადმინისტრაციაში 15 თანამშრომლის დასაქმება შევძელით. ჯერჯერობით გვყავს 11 პედაგოგი, რომელიც 2 კლასში შედის. გრძელდება მოსწავლეთა მობილობაც. სასწავლო პროცესი კი ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს“, - აცხადებს სუხიშვილი.

Read 680 times