Back to Top
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 11:31

გორში სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბრიდან 8 საბავშვო ბაღში ვერ განახლდება 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბრიდან განახლდება. თუმცა რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოების გამო აღსაზრდელებს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ განცხადება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა. 

 

"ძვირფასო მშობლებო, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრში, 2020-2021 სასწავლო - სააღმზრდელო წელი დაიწყება 15 ოქტომბერს. სასწავლო პროცესი ვერ განახლდება იმ ბაგა-ბაღებში, რომლებშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ესენია: გორის N3, N9, N14, N15, N19, კარალეთის N1, ტყვიავისა და პატარა გარეჯვრის საბავშვო ბაღები. სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში ვაცხადებთ თავისუფალი დასწრების რეჟიმს. გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!",- ნათქვამია განცხადებაში. 

Read 215 times