Back to Top
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 14:09

როგორი იქნება შენობა სამეფო ქუჩაზე, რომელიც ძველი კინოთეატრის ადგილას შენდება

Rate this item
(0 votes)

გორში, "სამეფო" ქუჩაზე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "სამშენებლო ტრესტი # 3" ახორციელებს. 

 

სავაჭრო ცენტრი სამეფო ქუჩაზე მდებარე კინო - თეატრის ძველი შენობის ადგილას შენდება. აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს აუქციონის წესით ბიზნესმენმა გიორგი ჩაჩანიძემ შეიძინა.

 

რადიო "მოზაიკასთან" ჩაჩანიძის ბიძა, გივი ჯამელაშვილი ორი თვის წინ ამბობდა, რომ აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა სივრცეები განთავსდება, როგორიცაა მინი კინო - თეატრი, გასართობი ცენტრი და სხვა. 

 

 

 

რაც შეეხება კომპანიას, "სამშენებლო ტრესტი # 3",  რომელმაც სამშენებლო სამუშაოები უნდა აწარმოოს, გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ხშირი მონაწილეა. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა, სადგურის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი, ასევე მისი აშენებულია გორში, ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივი სანიტარული კვანძი და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი.

 

 

ამავე თემაზე: გორში, ძველი კინოს შენობის ადგილას ახალი ობიექტი აშენდება - რა სივრცეები განთავსდება შენობაში

Read 1567 times Last modified on ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 21:21