Back to Top
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 15:32

მერის ყოფილი მოადგილე: სააგენტოს შექმნამდე ტრანსპორტი და ავტოსადგური უნდა გვქონოდა 

Rate this item
(0 votes)

გორის მერიის ახალი ა(ა)იპ - ის ჩამოყალიბებას კონსტანტინე თავზარაშვილის ყოფილი მოადგილე ეხმაურება.

 

ალექსი მარიამიძე მოქალაქეებს კერძო სამართლის იურიდიული პირის დასაფუძნებლად აუცილებელ პირობებზე მიუთითებს და ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია "გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო" როგორ?!, რისთვის?! ან, ვისთვის დააუფუძნეს?!"- მაშინ, როცა მუნიციპალიტეტს ჯერ არც ტრანსპორტი და არც ავტოსადგური აქვს.

 

 

 

 

"მე არაფერს არ ვამბობ, ამას იურიდიული პირის სავალდებულო ნიშნების ჩამონათვალი ამბობს. კერძო სამართლის იურიდიული პირის დასაფუძნებლად აუცილებელი და სავალდებულო ძირითადი ნიშნებია: საკუთარი ქონება (ავტობუსები,ავტოსადგური ) და დამოუკიდებელი ქონებრივი (მათ შორის,ფინანსური ) პასუხისმგებლობა (ანუ,ცხენი და საჯინიბო) თუ არ გააჩდა, ა(ა)იპ-ი "გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო" როგორ?!, რისთვის?! ან, ვისთვის დააუფუძნეს?! თავის დროზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ე.წ. ყვითელი ავტობუსები) იჯარით გაიცა.ეს შემთხვევით არ მომხდარა", - წერს სოციალურ ქსელში გორის მერის ყოფილი მოადგილე ალექსი მარიამიძე

Read 489 times