Back to Top
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:15

გორში ომისადმი მიძღვნილი ნახატი წაშალეს 

Rate this item
(0 votes)

გორში  მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული, ომის თემატიკაზე შექმნილი "სტენსილი" წაშალეს.

 

გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ბაჩანა გვიანიშვილოს განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელები მათმა სამსახურმა მოაწესრიგა.

 

“მიწისქვეშა გადასასვლელები დასუფთავდა ჩვენი სამსახურის მიერ, მათ შორის კედლებიდან ჩამოიწმინდა წარწერები და ნახატები. არ მინახავს კონკრეტულად ის ნახატი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ მოწესრიგება გულისხმობს ყველაფრისგან გაწმენდას, რაც მოქალაქეებმა უნებართვოდ განათავსეს“, - ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი

Read 324 times