Back to Top
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:20

სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარ საჭიროებებზე ვიდეო ბლოგებს გაავრცელებენ

Rate this item
(0 votes)

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები მათ ყოველდღიურობასა და საჭიროებებზე ვიდეო ბლოგებს გაავრცელებენ.

 

ამის ორგანიზებას კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი პროექტის, "სოფლად მცხოვრები ქალები თემის გაძლიერებისთვის" ფარგლებში უზრუნველყოფს, რომელიც ფონდი ტასოს მიერაა მხარდაჭერილი.

 

"ბერბუკის, საქაშეთის, შავშვებისა და სკრის დევნილთა დასახლებებში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გუგუტიანთკარში, ზარდიაანთკარში, მეჯვრისხევში, ბერშუეთში, ხვითში, ნიქოზში, ახალუბანსა და აძვში ჩვენ გვყავს მობილიზატორი ლიდერი ქალები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში გაიარეს ტრენინგი გადაღებისა და ვიდეოს ჩაწერის შესახებ. სწორედ ამ უნარების გამოყენებით მათ საკუთარ დასახლებაში მოძებნეს ქალები, რომლებიც საზოგადოებას ვიდეო ბლოგის საშუალებით საკუთრ საჭიროებებსა და ყოველდღიურობას გააცნობენ. ამ ვიდეოებს ჩვენი ორგანიზაციის "ფეისბუქ" გვერდზე გავავრცელებთ 12:00 საათიდან 23:00 საათამდე. 12 სოფლის ვიდეოს ყოველ საათში გამოვაქვეყნებთ", - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი მარიამ თედლიაშვილი.

Read 279 times Last modified on ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:33