Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 15:03

სამხედრო ჰოსპიტალში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი იმყოფებოდა 

Rate this item
(0 votes)

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გეგმიური ვიზიტით იმყოფებოდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, - ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ჰოსპიტალმა გაავრცელა.

 

"სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალთან და მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ინფიცირებული პაციენტების მართვასთან დაკავშირებით. კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობა კიდევ ერთხელ შეაფასა უმაღლეს დონეზე, მან სამხედრო ჰოსპიტალის პერსონალს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის, თავის მხრივ ჰოსპიტალის ხელმძღვანელობამ ხაზგასმით აღნიშნა, ბატონი თენგიზის აქტიური მხარდაჭერა პანდემიასთან ბრძოლაში და მას დამსახურებული ჯილდო მიულოცა", - ნათქვამია განცხადებაში. 

Read 308 times Last modified on პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 15:07