Back to Top
კვირა, 18 ოქტომბერი 2020 16:30

გორში სიღარიბესთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდები ოჯახს დაეხმარნენ

Rate this item
(0 votes)

გორში, "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებულ სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში იმყოფებოდნენ, სადაც უკიდურესად შეჭირვებული პავლიაშვილების ოჯახი მოინახულეს.

 

სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეების ინფორმაციით, მოხუცი ზაურ პავლიაშვილი ზრდის 2 მცირეწლოვან შვილიშვილს და ასევე უვლის მოხუც მეუღლეს, რომელსაც გადაადგილება უჭირს და შშმ პირია.

 

"შვილიშვილებმა როგორც გვითხრეს ბებოს 7-ჯერ ჰქონია ინსულტი და ამის გამო ვერ დადისო. სახლში ძირითადად გოგონები და პაპა საქმიანობენ. ქოხი თავზე ენგრევათ, საშველი კი, არსაიდან ჩანს. ოჯახს ჩავუტანეთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე წიგნები და სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების ნივთები, რომლებმაც გოგოები ძალიან გაახარა. სიკეთე გადამდებია და აუცილებელი. მიხარია რომ პროგრამა PITA სიკეთის კეთებასაც, საზოგადოებაზე ზრუნვას, გვერდში დგომას, მხარდაჭერას და მეგობრობას ასწავლის" , - ამბობენ მოხალისეები.

 

როგორც ცნობილია, აქტივობა დაიგეგმა პროგრამა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის (PITA) "- ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".

Read 172 times