Back to Top
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020 22:47

ბადრი ბასიშვილი საარჩევნო კამპანიას შეაჯამებს - შეხვედრა ლექს-სენის კონცერტით დასრულდება (R)

Rate this item
(1 Vote)

ბადრი ბასიშვილის გორში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომლის დასასრულს გაიმართება ლექს-სენის კონცერტი. 

 

 

ენმ-ის კანდიდატის შემაჯამებელი ღონისძიება ხვალ 24 ოქტომბერს გორის ციხის მიმდებარედ,ლომჭაბუკის სკვერში გაიმართება. ბასიშვილი ამომრჩეველს ღია სივრცეში 17:30სთ-ზე შეხვდება.

 

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს საარჩევნო პროგრამის მხარდამჭერებისთვის კიდევ ერთხელ წარდგენას.


ღონისძიებაზე სრულად იქნება გათვალისწინებული COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებული რეკომენდაციები, დარიგდება პირბადეები და გამოყენებულ იქნება სადეზინფექციო ხსნარი. შესაძლებლობის ფარგლებში,  დაცული იქნება ასევე დისტანციაც.

Read 366 times