Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 13:37

გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკის ოთახი მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნუმიზმატიკის ოთახის მოწყობისთვის დიზაინის შესაქმნელად გამარტივებული შესყიდვა განახორციელა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ.

 

ნუმიზმატიკის ოთახის დიზაინს ვახტანგ ხოშტარია შექმნის, რისთვისაც სააგენტო მას 3 000 ლარს გადაუხდის.

 

ხელშეკრულების მიხედვით, ხოშტარიას მოვალეობებს შორის იქნება საგამოფენო კონცეფციის შექმნა, საექსპოზიციო მასალის შერჩევა, საგამოფენო ტექსტების მომზადება და საექსპოზიციო სივრცის დაგეგმარება-დიზაინი.

 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მომსახურება განხორციელდება არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა.

Read 143 times