Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 20:01

სურსათის სააგენტომ ზეღდულეთსა და სობისში წყალი შეამოწმა

Rate this item
(0 votes)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთსა და სობისში წყალი ლაბორატორიულად შეამოწმა.

 

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოს მე-3 კვარტალის ანგარიშიდან ირკვევა.

 

დოკუმენტის მიხედვით, ლაბორატორიის თანამშრომლებმა ორი სოფლიდან წყლის 5 ნიმუში აიღეს.

 

4 ნიმუში მაცხოვრებლების სახლიდან აიღეს, ერთი სობისში ჭაბურღილიდან გამომავალი პირველი წერტილიდან.

 

ანგარიშის მიხედვით, დარღვევა არცერთ მათგანში არ დადასტურდა.

Read 159 times