Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 20:20

გორის ერთ-ერთ კაფეში მომზადებულ სალათში სალმონელა აღმოჩნდა

Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთ კაფეს შემოწმებისას, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაწესებულებაში მომზადებული სალათი "ოლივიე" შეამოწმა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სალათში სალმონელა აღმოჩნდა.

 

"მონიტორინგის კვლევის შედეგად აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა", - აცხადებენ სურსათის სააგენტოში.

 

გარდა ამისა, აღნიშნულ კაფე-ბარში 4 სხვა შეუსაბამობა აღმოჩნდა, თუმცა სააგენტომ ის "არაკრიტიკულ შეუსაბამობად" ჩათვალა.

 

როგორც ცნობილია, სალმონელა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციებს, რომელიც ვლინდება მწვავე გასტროენტერიტისა და დიარეის ფორმით. ექიმების თქმით, მათი განსხვავება სხვა ბაქტერიული დარღვევისგან საკმაოდ რთულია, რადგან დაავადება 3 დღიდან ორ კვირამდე გრძელდება.

Read 297 times