Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 20:32

გორის დემოკრატიის სკოლა ზუმის საშუალებით 6 პოლიტიკური პარტიის კანდიდატს უმასპინძლებს

Rate this item
(0 votes)

გორის დემოკრატიის სკოლა 28 ოქტომბერს (EECMD) პროექტის „დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მხარდაჭერა და გაძლიერება წინასაარჩევნო პერიოდში“ ფარგლებში, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით, უზრუნველყოფს თემატური წინასაარჩევნო შეხვედრას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

აღნიშნულ შეხვედრას ექვსი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დაესწრება,ისინი ონლაინ რეჟიმში წარადგენს საკუთარ პროგრამას.

შეხვედრაზე ექსპერტი, ბაკურ კვაშილავა (GIPA) პარტიების პროგრამების მცირე მიმოხილვას და ანალიზს გააკეთებს, შემდეგ კი პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს წარადგენენ.

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ პარტიების ჩამონათვალს:

 

ევროპული საქართველო;

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

 

თავისუფალი დემოკრატები;

 

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქე;

 

ქართული ოცნება;

 

ლელო საქართველოსთვის.

 

შეხვედრა ზუმის პლათფორმის საშუალებით 16:00 საათზე გაიმართება. დასწრების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ქვემოთ მითითებულ ბმულს:

ID: Join Zoom Meeting

 

Join Zoom Meeting https://zoom.us/j/93094307582?pwd=MEtmcW5TWUdoc0lWdmkzMXNRQVJ0Zz09

 

Read 136 times