Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 13:38

112-ში ბავშვმა ცრუ ზარი განახორციელა - დედის წინააღმდეგ სასამართლო გაიმართა

Rate this item
(0 votes)

გორში, შვილის მიერ 112-ში ცრუ ზარის განხორციელების გამო, მოსამართლემ დედა გაასამართლა.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არასრულწლოვანმა დარეკა საინფორმაციო ცენტრ „112-ში“ და გააკეთა ცრუ შეტყობინება.

 

აღნიშნულის შემდეგ, გორის პოლიციამ საქმე დედის წინააღმდეგ აღძრა, რადგან მიიჩნია, რომ მშობელი შვილს არასათანადო ყურადღებას აქცევდა, რის გამოც ბავშვმა 112-ში უმიზეზოდ დარეკვა მოახერხა. 

 

"დედას პოლიცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რომელიც გულისხმობს მშობლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატა არასრულწლოვნის მიერ საინფორმაციო ცენტრ „112-ში“ ცრუ შეტყობინების განხორციელებაში", - ირკვევა გამოძიების მასალებიდან.

 

ნ.კ.-მ აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა. სასამართლომ აღნიშნული ფაქტი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია, რის გამოც, მოსამართლემ იგი შენიშვნის მიცემის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

Read 233 times