Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 17:23

„აგროგრაფი“ - კონკურსი პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის

Rate this item
(0 votes)

კონკურსი “აგროგრაფი” წარმოაგენს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ საინტერესო კონპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.

 

27 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროფესია გააცნონ ფართო აუდიტორიას ფოტო, ვიდეო  და  სტატიის სახით.

 

კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად: ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე.

 

დარგის პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნული მასალები განთავსდება სოციალურ ქსელში  და გამოყენებული იქნება სხვადასხვა ღონისძებებზე , სადაც დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ხდება.  

 

კონკურსი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაინტერესებას და წახალისებას სწავლის, მუშაობის პროცესში გადაიღონ უნიკალური ფოტო-ვიდეო კადრები. ასევე,   დაწერონ საკუთარი გამოცდილების შესახებ საინტერესო სტატია, სადაც აღწერენ როგორია მათი პროფესიული ერთი დღე სოფლის მეურნეობაშიპროექტის ფარგლებში კონკურსი უკვე მეორედ იმართებაგასულ წელს ეს კონკურსი სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობდა და წელსაც ველოდებით დიდ გამოხმაურებას. კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპადჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე. საუკეთესო ნამუშევრები პერიოდულად განთავსდება სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში“, -აღნიშნა განათლების ექსპერტმა,  ნიკოლოზ მესხიშვილმა.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 

პროექტისამუშაოზე დაფუძნებული სწავლებახორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

Read 165 times