Back to Top
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020 13:22

"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისი მუშაობას მომავალი კვირიდან განაახლებს

"ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისი მომავალი კვირიდან ყოველდღიური რეჟიმში იმუშავებს.

 

 

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუშაობა ყველა შესაბამისი რეგულაციის დაცვით განხორციელდება. ბადრი ბასიშვილის თქმით, ქვეყანაში ვითარება მძიმეა და ხალხს მხარდაჭერა სჭირდება.

 

"მომავალი კვირიდან შიდა ქართლის ორგანიზაცია გორში მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადადის. რეგულაციებს ვიცავდით არჩევნებამდეც და ახლაც დავიცავთ. მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია",-აცხადებს ბადრი ბასიშვილი.