Back to Top
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 14:55

რატომ (არ) უნდა გვინდოდეს ერთპარტიული პარლამენტი - გორელი პოლიტიკოსების შეფასებები

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. აღნიშნულ თარიღს მმართველ პარტიაში განიხილავენ, თუმცა ამავდროულად, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა და ჯერჯერობით უცნობია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შევლენ თუ არა პარლამენტში სხვა პოლიტიკური სუბიექტები.

 

 

ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. გორელ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ოპოზიციის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს და ერთპარტიული პარლამენტის არსებობაში პრობლემას ვერ ხედავს.

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ვასილისა ჯაბახიძის თქმით, ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში, “ქართული ოცნება” 90 დეპუტატით გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებს.

 

 

 

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პაპუნა კობერიძე გამოსავალს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაში ხედავს.

 

 


როგორ იმუშავებს ერთპარტიული პარლამენტი? - ეს კითხვა რადიო “მოზაიკამ“ გორის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილსაც დაუსვა, გოგინაშვილი არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს და ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდება.